მომღერალი და მსახიობი კოსტა სანიკიძე, რომელიც 19 ნოემბერს, საკუთარ სახლში დაჭრეს, ამ ეტაპზე კონტაქტურია. მისი ჯანმრთელობის სტაბილურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან ექიმმა ისაუბრა.
„ამ ეტაპზე პაციენტი კონტაქტურ-ადეკვატურია. იმყოფება პოსტოპერაციულ სივრცეში და უკვე დატოვებს მალე, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას და გადავა საპალატე სივრცეში. მონაცემები სტაბილურია, ანალიზები ნორმის ფარგლებშია“, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, კოსტას საკუთარ სახლში, თავს 24 წლის გიორგი გველესიანი დაესხა და მუცლის არეში, 5 ჭრილობა მიაყენა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ჩემი პატარა მეგობარი…”- ლენუკა ყიფშიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ – „მოსალოდნელია ქარბუქი, შტორმი და თოვლის ზვავები“
„სიურპრიზი…“ – ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე