რას ამბობენ რუსი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულები

მესტიაში, რუსი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მძიმე დანაშაულში მხილებული ორი პირის ადვოკატი კი ამტკიცებენ, რომ მოკლული კაცის ცოლმა ელექტრონული ტექნიკა თავად დააზიანა და ახლა მედიაში ცრუობს.
მოსამართლე შოთა ბიჭიას შეკითხვაზე, სცნობენ თუ არა ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, ბეჟან ჭკადუამ და რევაზ პაკელიანმა თქვეს, რომ ისინი უდანაშაულები არიან.
მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა ისიც თქვა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და გასროლა ამიტომ მოახდინა.
მოსამართლემ ორივე მთგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასტიკი მკვლელობა მესტიაში 5 დეკემბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები – რევაზ პაკელიანი და ბეჟან ჭკადუა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.
რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა