რას ამბობენ ბიზნესმენები კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

ირაკლი კობახიძისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა და ბიზნესმენებმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთეს.
მათი თქმით, საუბარი ძირითადად რუსულ კანონს შეეხებოდა, თუმცა სხვა საკითხებიც განიხილეს.
როგორც თემურ ჭყონია ამბობს, კანონის “ყველასთვის მისაღები საბოლოო ვერსიის მისაღებად” ევროპარლამენტარებთან და ოპონენტებთან შეხვედრას აპირებს.
მ გამოაცხადა დეკლარირებულად ჩვენს წინაშე, რომ ჩვენი გზა ევროპაშია, ის, რომ რაღაც ცვლილებები შესაძლებელია, დისკუსიის დროს მოხდეს და შერბილდეს, მაგრამ, ჩემი პირადი აზრია, რომ რუსული კანონი, ეს სახელი რომ ჰქვია, ეს თემა ასე იოლად არ დამთავრდება.
პრემიერმინისტრი აპირებს ამ ევროპარლამენტარებთან და ამ ოპონენტებთან საუბარს, რომ მიიღოს ისეთი საბოლოო შედეგი კანონის, რომ ყველასთვის იყოს მისაღები”, – თქვა ჭყონიამ.
მედიასთან კომენტარი გააკეთეს შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც. მათი თქმით, ვრცლად ისაუბრეს იმ მოლოდინებზე, რაც ბიზნესს უნდა ჰქონდეს.
“ძალიან კარგი ახსნა-განმარტება გააკეთა პრემიერმა. კითხვებზე მივიღეთ პასუხი… [შევეხეთ] კანონს ძირითადად, ბევრ სხვა რაღაცას”, – ამბობს კიდევ ერთი ბიზნესმენი.
შეხვედრაზე განცხადება გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამაც, სადაც ნათქვამია, რომ კობახიძემ ბიზნესმენებთან ერთად “ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები” განიხილა.