რასა იუკნევიჩიენე – არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს – ამჯერად ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახელეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არსებულ სიტუაციაზე

ევროპარლამენტარის და საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, სანქციები არა მარტო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, არამედ სხვებსაც უნდა დაუწესდეს, რომლებიც საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლები არიან.
ევროპარლამენტარმა სანქციებზე საუბრისას ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებიც სასანქციო სიაში უნდა შევიდნენ.
„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ სანქციები, რომელიც უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ამჯერად, ჩვენ ერთზე მეტი ადამიანის სახელი დავასახელეთ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ სიტუაციაზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრ ზე, თბილისის მერ ზე, მმართველი პარტიის გენერალურ მდივანზე, პარლამენტის სპიკერზე და რა თქმა უნდა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და სხვებზე”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, რომლის თარგმანი „მთავარ არხს“ ეკუთვნის.