რასა იუკნევიჩიანე ელენე ხოშტარიას დაკავებაზე – ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება

საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავა, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ზღვარი გადაკვეთა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ.
„ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იმოქმედონ, სანქციები ახლავე გვჭირდება!“, – წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებს მეგი დიასამიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.