რასა იუკნევიჩიანე – ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, რომ არ ვაღიაროთ „ქართული ოცნების“ რეჟიმი

ვწუხვარ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთიანობა. გვაქვს განსხვავებული მიდგომები და ეს არ არის სასარგებლო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ერთიანი პოზიცია და არ აღიარონ „ქართული ოცნების“ მთავრობა.
„ამ ანგარიშში, ასევე ჩვენს წინა რეზოლუციებში მოვუწოდებდით და კვლავ მოვუწოდებთ, გვქონდეს ერთიანი პოზიცია, რომ არ ვაღიაროთ ეს რეჟიმი გაყალბებული ს გამო, იმის გამო, რომ არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ და კვლავ იყენებენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ ჟურნალისტებს აპატიმრებენ, პოლიტიკურ ლიდერებს აპატიმრებენ და ვშიშობ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ მეტს დააპატიმრებენ. ეს არ არის საუკეთესო ქცევა ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან ამა თუ იმ გზით აღიარონ ეს რეჟიმი. ერთიანობის გამოჩენის და ახალი, სამართლიანი ს მოთხოვნის ნაცვლად, ვფიქრობ, რაღაცას არასწორს ვაკეთებთ ასეთი პოლიტიკით“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, თუ საქართველოს პროევროპული მომავალი სურთ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრულიად განსხვავებული მიდგომა უნდა შეიმუშაონ საქართველოს მთავრობის მიმართ.
„ეს მაგონებს პუტინთან ურთიერთობის წარუმატებელ პოლიტიკას, რადგან ბევრი წლის განმავლობაში ვამბობდით, უნდა ჩავერთოთ, უნდა ვიმუშაოთ მთავრობასთან და შედეგი არის საშინელი. იგივეს ვხედავ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ამ ჩართულობის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და ჩვენ მარცხს განვიცდით. ასე რომ ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია: თუ გვსურს პროევროპული მომავალი საქართველოსთვის, თუ გვსურს, რომ რუსეთმა, ჩინეთმა, ირანმა ან სხვა ქვეყნებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონი არ დაიპყრონ, უნდა შევიმუშაოთ სრულიად განსხვავებული მიდგომა რეჟიმის მიმართ, რომელიც პრორუსულია“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“