რასაც ჩვენ ვამბობდით, იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში

რასაც ჩვენ ვამბობდით, იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში
რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება, USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარკო რუბიოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლების განმავლობაში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა ქვეყნის საზიანო პროექტების დაფინანსებისკენ.
„რასაც ვამბობდით ამდენი წლის განმავლობაში და რასაც უწოდებდნენ პრორუსულ განცხადებებს, იმაზე დღეს საუბრობს იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც თავად აფინანსებდა ასეთ პროექტებს. შესაბამისად, ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ცხადი. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს იყო სრული ჭეშმარიტება USAID-ის თანხები გამოიყენებოდა ძალიან მძიმე საქმიანობების დასაფინანსებლად ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა