ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რასაც ისროდნენ, იმ რაოდენობის გაზი კი არა, სულ რომ ვანილის პუდრი ეფრქვიათ, ისიც მომწამლავი აღმოჩნდებოდა, ახლა კი ვიგებთ, რომ ნივთიერებაც ძველი და აკრძალული ყოფილა. იმის ნაცვლად, ვინმე ოდნავ შეცბუნებულიყო მაინც, თავის გამართლების კარგი ფორმულირება იპოვეს – 2009 წელს ნაცებმა იყიდესო. აწი თუ ჰკითხავ, შენ რატომ არ გაანადგურე, ამის მყიდველი რატომ არ დასაჯე და ბოლოს და ბოლოს რატომ გამოიყენეო, გეტყვიან, კოლექტიურ ნაცობას დავახალეთ, ხომ გინდოდათ მათი დახოცვაო და თქვენ იტყვით ბეეეეე, კიიიი, წარმატებები ბატონო ნებისმიერო.
პ.ს. ექიმების მცირე ჯგუფი კატეგორიულად ითხოვდა ამ ნივთიერების გამოყენების შეწყვეტას, თუ გახსოვთ. მადლობა მათ, მიუხედავად იმისა, რომ რათქმაუნდა, ამაოდ ჩაიარა მათმა მუდარამ და გაფრთხილებამ.
პ.პ.ს. სპეცრაზმელების, პოლიციელების, რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლების ჯანმრთელობაც აბა რა საკითხავია. ხარი დაკლეს, ქათამი მიაკლესო, ძველი რაჭული ანდაზა ამბობს“.




