“რასაკვირველია, მახსენდება კანდიდატის სტატუსი” – ვალერი ჩეხერია ღარიბაშვილის მმართველობას აფასებს

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი და ნათია თურნავას [ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი] ყოფილი მრჩეველი, ვალერი ჩეხერია ს 3-წლიან მმართველობას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შეზღუდვები პირველმა მოხსნა, რითაც თამამი გადაწყვეტილება მიიღო.
– ძალიან დადებითად შევაფასებ იმ ნაწილს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, როდესაც კოვიდის შემდეგ გაიხსნა და ტურისტების მიღება დაიწყო. ეს საკმაოდ ისეთი კარგი იყო. მაშინ დიდი ზეწოლა იყო სამედიცინო წარმომადგენლების მხრიდან, მეც ვმუშაობდი მრჩევლად და ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ძალიან თამამი ნაბიჯი იყო და ძალიან დადებითად შემიძლია, შევაფასო. ახალ პრემიერს დიდ წარმატებებს ვუსურვებ.
– ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული საქმეებიდან მხოლოდ ეს გახსენდებათ?
– ჩემი ტურისტული კუთხით შევხედე, შევაფასე. რასაკვირველია, მახსენდება კანდიდატის სტატუსი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.
– თვლით, რომ სტატუსის მიღება ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა?
– ეგ იყო ქვეყნის მეთაური, როდესაც სტატუსი მივიღეთ”, – აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.