რაჟდენ კუპრაშვილი – 240 ორგანიზაციას ვსწავლობთ – ვამოწმებთ სახელფასო ფონდებსაც, შემოსავლებსაც, გასავლებსაც, შესყიდვებსაც – თუ შევნიშნავთ დარღვევას, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას

240 ორგანიზაციას ვსწავლობთ – ვამოწმებთ სახელფასო ფონდებსაც, შემოსავლებსაც, გასავლებსაც, შესყიდვებსაც – თუ შევნიშნავთ დარღვევას, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, შესწავლის შედეგები საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება.
„ვსწავლობთ ორგანიზაციებს. შედეგები საზოგადოებას აუცილებლად ექნება. ზოგადად, არ უხდება წინსწრებით მიმდინარე საქმის წარმოებას რამე სახით პროგნოზების გაკეთება, რომ არ მოხდეს საქმის წარმოების დაზიანება. ვიცი, რომ მანდედან გკარნახობენ და სწყურიათ, რომ წინასწარ იცოდნენ, რას ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ კანონის აღსრულებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამოწმებთ სახელფასო ფონდებსაც, შემოსავლებსაც, გასავლებსაც, შესყიდვებსაც. თუ შევნიშნავთ დარღვევას, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,” – განაცხადა კუპრაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში