რაჟდენ კუპრაშვილი ჟურნალისტებს – არ მოვუხსნივარ, ადგილზე ვარ, ნუ გეშინიათ

არ მოვუხსნივარ, აქ ვარ, ადგილზე ვარ, ნუ გეშინიათ, – ასე უპასუხა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტების კითხვას მისი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებული პოსტიდან მოხსნეს.
მოგვიანებით, ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახურში ინფორმაციას მცდარი უწოდეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით