ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა” ორლანდიის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ დევიტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო კორუფციასთან ბრძოლის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.
„მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა და ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
