ესპანური Relevo-ს ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ 38 წლის მცველმა სერხიო რამოსმა კარიერა არგენტინულ გრანდ “ბოკა ხუნიორსში” განაგრძოს.
ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, უკვე დიდი ხანია რაც “ბოკას” სპორტულ დირექტორ ხუან რომან რიკელმესთან და მთავარ მწვრთნელ ფერნანდო გაგოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ეს უკანასკნელი 2006/12-წლებში “რეალში” სწორედ რამოსის თანაგუნდელი იყო. შეხსენებისთვის, ესპანელ მცველს ამა წლის ზაფხულში “სევილიასთან” კონტრაქტი ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტია.