რამზან კადიროვი: ეგღა გვაკლია, პუგაჩოვასნაირმა მოღალატემ ჩეჩენი ხალხის რთულ პერიოდზე იმსჯელოს

ალა პუგაჩოვას ბოლო ინტერვიუს გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.

“ეგღა გვაკლია, რომ პუგაჩოვასნაირმა ხალხის მტრებმა და მოღალატეებმა, ჩეჩენი ხალხის ყველაზე რთული პერიოდის შესახებ უვიცად აზრი გამოთქვან.

უნდა ვკითხოთ ჩეჩნებს, თუ როგორი იყო დუდაევი და რა სარგებლობა მოუტანა ჩეჩენ ხალხს. მისმა გენერლურმა ამბიციებმა, პოზიორობამ და ჩეჩენის ხალხის ნამდვილი პრობლემების ფეხებზე დაკიდებამ ბანდიტიზმის ზრდა და სრული ფინანსური დაცემა გამოიწვია. ქვეყანაში (რუსეთში) იყო კრიზისი, ხოლო რესპუბლიკაში (ჩეჩნეთი) კიდევ უარესები ხდებოდა. ამ დროს დუდაევი რაკეტებითა და ტანკებით იწონებდა თავს. ომი დაიწყეს პუგაჩოვას მსგავსმა მოღალატეებმა, ისეთებმა, როგორიც ბერეზოვსკი იყო და ამ ომით მილიარდები იშოვეს, შემდეგ კი საზღვარგარეთ გაიქცნენ. ომს ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მრავალი კი შშმ პირი გახდა.

ასე რომ, თემის არმცოდნე არტისტი ქალის ეს საცოდავი ცარიელი სიტყვები, სჯობს სადმე ღრმად, საკუთარ თავში დაიტოვოს და ნუ აპროვოცირებს მთელ ერს”. – წერს საკუთარ Telegram არხში კადიროვი.

ალა პუგაჩოვამ, ბოლო ინტერვიუში, იჩქერიის პირველ პრეზიდენტზე, ჯოხარ დუდაევზე დადებით კონტექსტში ისაუბრა და მას “ზრდილობიანი, წესიერი კაცი უწოდა”.

“პირველი ჩეჩნეთის ომი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, იმიტომ რომ ჯოხარ დუდაევს ვიცნობდი. ის იყო ზრდილობიანი, წესიერი ინტელიგენტი კაცი, ლამაზი კაცი. და ძალიან კარგი ცოლი ჰყავდა: მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი. მრცხვენია კიდეც: მირეკავდა, ეგონა, რომ დახმარება შემიძლია. და რით შემეძლო დახმარება? არაფრით. მოკითხვის ახლაც კი მრცხვენია. ალა ფიოდოროვნა, თუ ნახავთ ამ ინტერვიუს ბოდიშს გიხდით რომ ვერაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჯოხარი ცოცხალი ყოფილიყო”. – თქვა პუგაჩოვამ ინტერვიუში.