რამდენ ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანის უფლებების შეზღუდვა? – კალაძის უცნაური განცხადება

დედაქალაქის მერმა, მ, რომელიც ბოლო პერიოდში, ყველა პოლიტიკურ სიახლეს ეხმაურება, გადაწყვიტა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბროს და თქვა:
„არსებობს გარკვეული ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც დღეს უმცირესობაშია და თავიანთი ქმედებებით დიდ უხერხულობას უქმნის მოსახლეობის უმრავლესობას. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც დაცულია ჩვენს ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, მაგრამ პირობითად, 30-მა ადამიანმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს სხვის უფლებებს. ამის სხვა მაგალითებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუ როგორ ხდებოდა მიზანმიმართულად ქუჩების გადაკეტვა და დაბრკოლებების შექმნა. ქვეყანაში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული“.
კალაძეს არ უთქვამს, როგორ იქნება ყველას უფლებები დაცული, როცა ტროტუარზე აქციის გასამართადაც კი სანქციის გაცემის საჭიროებას ითხოვენ და როცა ამბობს, რომ ყველას უფლება იქნება დაცული, ყველაში მოიაზრებს თუ არა ხელისუფლების მოწინააღმდეგეებსაც.
არც 30–მა ადამიანმა და არც 30 000–მა ადამიანმა არ უნდა მიაყენოს შეზღუდოს სხვა ადამიანის უფლებები, დაუშვებელია ადამიანის უფლებების განსაზღვრა რაოდენობის მიხედვით. ისევე, როგორც დემოკრატიული და არაოლიგარქიულ ქვეყანაში მშვიდობიანი აქცია და პროტესტი ხელისუფლებისადმი შეუძლებელია გაგებულ და დაშვებულ იქნეს ადამიანის უფლებების შელახვად – პირიქით, პროტესტის ჩახშობაა ადამიანის უფლებების შელახვა.
ასევე, გეტყვით იმასაც, რომ კონსტიტუციის მიხედვით, “აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.”