რამდენს იზარალებს რუსეთი რუსული ბრილიანტის ექსპორტის აკრძალვით?

რუსეთში მოპოვებული ან გადამუშავებული ბრილიანტების იმპორტზე ემბარგო 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო მესამე ქვეყნებში დამუშავებული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვა – 1 მარტიდან. Financial Times-ის ცნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში, ალმასის მწარმოებელი რუსული კომპანია მსოფლიოში ბრილიანტის სიდიდით მეორე მწარმოებელი გახდა და მისი ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
მანამდე, 2022 წლის აპრილში, მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად აკრძალა რუსული დაუმუშავებელი ალმასის იმპორტი. თუმცა, სხვა ქვეყნებში მოჭრილი ქვების შემოტანა მაინც დაშვებული იყო. მაგალითად, რუსული ბრილიანტების ინდოეთში დამუშავების შემდეგ, ითვლება, რომ ისინი იქ არის წარმოებული და არა რუსეთში.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული დაუმუშავებელი პროდუქტების იმპორტის აკრძალვა გამოიწვევს ამ წიაღისეულის ფასების მკვეთრ ზრდას ალმასის ინდუსტრიის ძირითადი მოთამაშეების მხრიდან მოთხოვნის გაზრდის გამო.
ექსპერტები თვლიან, რომ ს წინააღმდეგ დაწესებული ნებისმიერი სანქცია დადებითი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, რუსული ბრილიანტების აკრძალვა რუსეთის ბიუჯეტისთვის ძლიერი ეკონომიკური დარტყმა არ იქნება, რადგან ბრილიანტები რუსეთის ფედერაციისთვის იაფი ინდუსტრიაა.
რუსული ბრილიანტების მთავარი ბაზარი აქამდე ევროპა იყო. ახლა რუსეთის ფედერაცია ბრილიანტს სხვა ბაზრებზე – ინდოეთსა და ჩინეთში გაყიდის.
უკრაინული მედია წერს, რომ მსოფლიო ბაზარზე ბრილიანტების გაყიდვის აკრძალვის გამო რუსეთმა შეიძლება წელიწადში 4-7 მილიარდ დოლარი დაკარგოს, შესაბამისად, ომის ბიუჯეტი შემცირდება.

ასევე დაგაინტერესებთ