საქართველოში 2025 წელს 17 ჰესის ამოქმედება იგეგმება, – ამის შესახებ აღნიშნულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯამში ახალი ჰესების დადგმული სიმძლავრე 76.5 მგვტ-მდე იქნება, ხოლო წლიური გამომუშავება 400.3 მლნ.კვტ.სთ იქნება.
წლის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი პოტენციური ჰესების ექსპლუატაციაში შესვლა:
· ბასრა 1 ჰესი;
· ბასრა 2 ჰესი;
· ბასრა 3 ჰესი;
· ხოხნისწყალი 1 ჰესი;
· ხოხნისწყალი 2 ჰესი;
· ხოხნისწყალი 3 ჰესი;
· ვალე ჰესი;
· კასლეთი 1 ჰესი;
· სკურჰესი;
· სტორი 1 ჰესი;
· ცემი ჰესი;
· სკურდიდი 3 ჰესი;
· როშკა 4 ჰესი;
· კოდალისწყალი ჰესი;
· დიღომი ჰესი;
· ბჟინეურა ჰესი;
· ლოპოტა 1 ჰესი.
ცნობისთვის, სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის საქართველოში 126 ჯამში სადგური ფუნქციონირებდა (მათ შორის თბო, ქარის და ჰიდრო).
წყარო: www.bpn.ge