“რამდენი ქოცი “ეტენებოდა”, ხელებში უყურებდა, რომ იქნებ ფულს გამორჩენოდა… ახლა ქოცი დუმს” – ლევან ხაბეიშვილი გიორგი ჩიკვაიძეზე

ალბათ რამდენი ქოცი “ეტენებოდა”, სანამ რეჟიმს, ივანიშვილს დაუპირისპირდებოდა. რამდენი ქოცი ხელებში უყურებდა, რომ იქნებ რამეს/ფულს გამორჩენოდა მისგან. კარებს უტალახებდნენ, ტელეფონზე “სმს”-ებითა და ზარებით “ანებივრებდნენ”, მილოცვებით, პირფერობით ცაში აჰყავდათ…
და ახლა?! ახლა ქოცი დუმს. უყურებს როგორ ატერორებენ მას და მის ოჯახს, მშვიდად უყურებენ მისი მშობლების ცრემლებისგან ჩაშავებულ თვალებს! უსამართლობაზე, მის პატიმრობაზე, ელემენტარული კაცობა, ადამიანობა არ ჰყოფნით ხმა ამოიღონ, მხარში დაუდგნენ, გაამხნეონ, გააპროტესტონ… ასეთია ქოცი – მისი აზროვნებით, ღირებულებით და თავად დაარქვით, რა ჰქვია ასეთ საქციელს. სოლიდარობა ამ ახალგაზრდა ბიჭს, რეჟიმის ტყვესა და პატიმარს! მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, რომ იყოს უზრუნველყოფილი მნიშვნელოვანია შიმშილობა შეწყვიტოს!
ძალას დავუპირისპიროთ ძალა!

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ