რამდენი სამგზავრო ტრანსპორტია ქვეყანაში რეგისტრირებული?

რამდენი სამგზავრო ტრანსპორტია ქვეყანაში რეგისტრირებული?
ავტობუსების იმპორტი 32%-ით შემცირდა. 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებულია 143 ერთეული ავტობუსი (ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით), რომლის ღირებულებამაც 20.7 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტირებული იყო 211 ერთეული სატრანსპორტო საშუალება (ჯამში 28.8 მილიონი დოლარის).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ წელს ქვეყანას ავტობუსის იმპორტი გაუძვირდა. გასულ წელს ერთი ერთეული ავტობუსის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 136 741 დოლარს შეადგენდა, წელს კი ღირებულება 144 860 დოლარამდეა გაზრდილი. თუმცა, მარკის და წლოვანების მიხედვით ფასი შესაძლოა, ერთეულის შემთხვევაში გაცილებით მეტი ან ნაკლები ყოფილიყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ავტობუსის იმპორტი თურქეთიდან და პოლონეთიდან განხორციელდა, კერძოდ:

თურქეთი – 45 ერთეული (3.82 მლნ დოლარის);
პოლონეთი – 44 ერთეული (15.56 მლნ აშშ დოლარის);
ესპანეთი – 21 ერთეული (482 ათასი აშშ დოლარის);
ჩინეთი – 12 ერთეული (313 ათასი აშშ დოლარის);
კორეის რესპუბლიკა – 6 ერთეული (57 ათასი აშშ დოლარის).
შეგახსენებთ, 1-ელი ივნისიდან დაგეგმილია იმ ცვლილების ამოქმედება, რომლის თანახმად, თბილისს, ქუთაისს, თელავს, ბათუმს, ზუგდიდს და ასევე 150 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსით განხორციელდება. ამ ეტაპზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს როგორც იმპორტირებული, ასევე მგზავრთგადამყვანების მფლობელობაში არსებული ტრანსპორტის შეფასებასა და რაოდენობის დაზუსტებას.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 54.6 ათასი სამგზავრო ტრანსპორტი, თუმცა უცნობია, მათგან რამდენი იყო ავტობუსი და რამდენი მიკროავტობუსი. აღსანიშნავია ისიც, რომ სამგზავრო ტრანსპორტის რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 500-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2023 წელს რეგისტრირებული სამგზავრო ავტომობილების რაოდენობა 54.1 ათასს შეადგენდა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…