რამდენი მილიონი შესწირეს „ქართულ ოცნებას“ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა?

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” 2023 წელს საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია, რამდენი მილიონი შეწირეს „ქართულ ოცნებას“ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულმა შემომწირველებმა?
გამჭვირვალობა წერს, რომ 2023 წელს რთველის დაწყების წინა პერიოდში (ივლისი-სექტემბერი) „ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის თვალშისაცემი გახდა იმ დონორების რაოდენობა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ღვინის ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან. აგვისტო-სექტემბერში “მეღვინე” დონორებმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 944,000 ლარი შესწირეს, ხოლო 2012 წლიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 2 მილიონ ლარზე მეტი აქვთ გაღებული.
ამასთან, შემომწირველებთან დაკავშირებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2013-2023 წლებში 39 მილიონამდე ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტები, ხოლო 2021-2023 წლებში კი 30 მილიონზე მეტი ლარის რთველის სუბსიდია აქვთ მიღებული
აქვე შემოგთავაზებთ, ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული დონორებს, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2023 წლის ივლის-სექტემბერში თანხები შესწირეს და ასევე იმ კომპანიებს, რომლებმაც 2023 წელს „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებმაც შეღავათიანი აგროკრედიტის ან სუბსიდიის სახით სარგებელი მიიღეს.