რამდენიმე რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, სამ რეგიონში – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
პროგნოზით, ამგვარი ამინდი მთელი ღამე, 13 ივლისის დილამდე გაგრძელდება.
“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს საშუალო დონით აფასებს აღნიშნული პროგნოზით გამოწვეული შესაძლო საფრთხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით