“რამდენიმე მილიარდზეა საუბარი…” – რა ფულზე თქვა უარი ივანიშვილმა – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე, კითხვას, თუ რატომ გადმოიტანა ბიძინა ივანიშვილმა თანხები ოფშორებიდან, ასე პასუხობს:
„თქვენ რამდენიც არ უნდა იჭორაოთ და რაც არ უნდა მოიგონოთ, ფაქტი არის ერთი: ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებდნენ მისი პირადი თანხებით, რომ დაეთმო ქვეყნის ინტერესი. ეს არის კონკრეტული ფაქტი, როდესაც მას დაუყადაღეს თანხები იმის გამო, რომ მან არ გადადგა ის ნაბიჯი, რაც უნდოდათ ქვეყნის მტრებს, რაც უნდოდა „დიფ სტეიტს“ და მათ წარმომადგენლებს. ქვეყანაში არ გაჩაღდა ომი, არ გაიხსნა მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს. ამის გამო ადამიანმა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, უარი თქვა თავის თანხებზე, რამდენიმე მილიარდზეა საუბარი. ის არ დაექვემდებარა შანტაჟს და არ დათმო ქვეყნის ინტერესი“

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება