რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა „ნაცმოძრაობის” ამ კონკრეტულ აქტივისტს გრანტების კანონის ამოქმედებამდე დაფინანსება გამოუყო – ჩვენთვის ვიცოდეთ, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა

რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა „ნაცმოძრაობის” ამ კონკრეტულ აქტივისტს გრანტების კანონის ამოქმედებამდე დაფინანსება გამოუყო – ჩვენთვის ვიცოდეთ, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა
ეს ადამიანი, ირაკლი ხვადაგიანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა,” – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზუსტად ეს სქემები ამხილა -ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება. და მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას
,,ეს ადამიანი, ირაკლი ხვადაგიანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა. “ნაციონალური მოძრაობა” დღეს ღიად აცხადებს, რომ აპირებს “ხელისუფლების დამხობას”.
როგორც საზოგადოებას ახსოვს, რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის ელჩმა “ნაციონალური მოძრაობის” ამ კონკრეტულ აქტივისტს, გრანტების კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაფინანსება გამოუყო. თანხის მიცემის საბაბად, საფრანგეთის საელჩომ, ქუთაისში ტურისტული მარშრუტების დახაზვა დაასახელა. ამგვარი მარშრუტის მხაზველები, შემთხვევით, “ხელისუფლების დამხობის”, “ს ჩაშლის” და “ქუჩის ძალადობის” მონაწილენი რომ ხდებიან, ალბათ, მხოლოდ შემთხვევითობაა.
თუმცა, სინამდვილეში, ეს “შემთხვევითობა” იმის ნათელი მხილებაა, თუ რა სქემებით ფინანსდება საქართველოში ექსტრემიზმი. ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება. და მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას.
ამ პოსტის ბოლოს ვფიქრობდი საფრანგეთის ელჩისთვის მიმემართა, წუთით წარმოედგინა, რა მოხდებოდა, საქართველოს საელჩოს რომ საფრანგეთში დაეფინანსებინა ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების დამხობის და არჩევნების ჩაშლის გეგმებს აწყობენ. ვიცი რომ შეძლებს წარმოდგენას, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორ დასკვნას გამოიტანს, ამიტომ არ მივმართავ.
უბრალოდ ჩვენთვის ვიცოდეთ – ეს ექსტრემიზმია, ხოლო იმას, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა,” – წერს პაპუაშვილი.
Next: ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს

ასევე დაგაინტერესებთ

დიდგორობას ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, დღეს ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის

ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოსთვისაც, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გაუქმება იყო

იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან