რამდენიმესაათიანი უწყვეტი ავიადარტყმების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას დასაკავებლად სახმელეთო შეტევა დაიწყეს – Axios

”რამდენიმე საათიანი უწყვეტი ავიადარტყმების შემდეგ, ს თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზაზე სახმელეთო შეტევა დაიწყეს, რათა ის სრულად დაიკავონ – ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს”.
სამხედრო ოპერაცია -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ისრაელის ხელმძღვანელობასთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო.
მარკო რუბიომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს განუცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს სახმელეთო ოპერაციას, თუმცა სურს, რომ ის სწრაფად და რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს ისრაელის შეჩერებას და საშუალებას აძლევს, რომ ღაზას სექტორში ომთან დაკავშირებით თავად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება.