რამაზ საყვარელიძე – საქართველო 2025 წელს სიძულვილის ხაფანგში მოხვედრილი შეხვდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში როგორი შედეგებით შეხვდა საქართველო 2025 წელს და ამ შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას 2025 წელს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
– ბატონო რამაზ, იმის გამო, რომ 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნებისა“ და მხოლოდ ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერების მიერ არჩეული პრეზიდენტის ს ინაუგურაცია შედგა, საუბარი საშინაო პოლიტიკით უნდა დავიწყოთ.
შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, ფაქტია, რომ დამდეგ ახალ 2025 წელს საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით ისე არეულ-დარეული 1991 წლის შემდეგ, ანუ, როცა თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა არ შეხვედრია.
ვგულისხმობ იმას, რომ ვინც 26 ოქტომბრის ს შედეგებს, ასევე იმას არ ეთანხმება, როგორც ეს პრემიერმა ირაკლი მ თქვა – „საქართველო 2028 წლამდე არ დააყენებს ევროკავშირის წინაშე საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს დღის წესრიგში“, თვეზე მეტია რუსთაველზე საპროტესტო აქციებს მართავენ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები არჩევნების შედეგად 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, ასევე მომიტინგეებს „უსამშობლოებად“, „აგენტებად“, „ლიბერალური ფაშისტებად“ მოიხსენიებენ.
ხელისუფლებამ მომიტინგე პროტესტანტთა წინააღმდეგ აშკარად არაპროპორციული ძალა გამოიყენა. დაზარალებულების რიცხვმა 400 გადააჭარბა. მათ მიმართ ძალის გამოყენების ფორმებმა და მასშტაბმა არათუ არასასიამოვნო განცდა დატოვა საზოგადოებაში, არამედ, ფაქტია, რომ პოლიციისადმი უნდობლობის ბზარიც გააჩინა.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ რაც -მ შს მინისტრი გომელაური არა მარტო დაასანქცირა, არამედ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა, პრემიერ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ დაპირება რომ გომელაური და სხვა პოლიციის მაღალჩინოსნებს პრეზიდენტი ყაველაშვილი გორგასლისა თუ ღირსების ორდენებით დაჯილდოვდებოდნენ. მეტიც, შს მინისტრი გომელაური ვიცე -პრემიერად იქნა დანიშნული.
ფაქტია ისიც, რომ ქვეყანამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გაიარა. ის რომ აქციებზე დაკავებულების ცემა-ტყეებისას არავინ გარდაცვლილა, შეიძლება ითქვას, უფლის წყალობით, გაგვიმართლა. ამისთვის რომ სამართალდამცავებს არ უზრუნიათ, ცხადზე უცხადესი. საშინაო პოლიტიკაში რა შედეგებით შეხვდა საქართველო ახალ 2025 წელს?
– დავიწყებ იმით, რითაც იწყება ეს დღეები – ყველას ვულოცავ ახალ 2025 წელს, ყველას ვუსურვებ ახდენოდეს სურვილები და, რაც მთავარია, ვისურვებ, რომ გვაერთიანებდეს ეს სურვილები ქვეყნისა და თითოეული მოყვასისთვის რთულ დროს, როცა გვიწევს ცხოვრება მსოფლიო პოლიტიკის და ეკონომიკის ტექტონიკური ძვრების პირობებში.
იმედია, საბოლოოდ მოიძებნება მოვლენების განვითარების ყველასთვის მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი ვარიანტი. ვარიანტების მოძებნას ფიქრი სჭირდება და მადლობა თქვენ, რომ წლების გასაყარის მომიზეზებით ცდილობთ განაახლოთ საფიქრალი.
თქვენ, ბუნებრივია, განაცალკევეთ კითხვები შიდა და გარე პროცესებზე, მაგრამ მხოლოდ შიდა ფაქტორებით მოქმედება ჩვენთვის იშვიათობაა. ვთვლი, რომ ახლაც გარე ფაქტორები მოქმედებენ საქართველოს შიდა მდგომარეობაზე ისევე, როგორც თქვენს მიერ ნახსენებ 90-იან წლებში.
ვთვლი, რომ ახლაც გარე ფაქტორები მოქმედებენ საქართველოს შიდა მდგომარეობაზე ისევე, როგორც თქვენს მიერ ნახსენებ 90-იან წლებში
გეთანხმებით, ბევრი საერთო აქვს დღევანდელობას 90-იანებთან და სწორედ ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ეს შიდა პროცესები მხოლოდ შიდაა. მაშინ აქეზებდა საქართველოს ერთ ნაწილს მეორესთან საჩხუბრად თბილისში, აფხაზეთში თუ ცხინვალის რეგიონში. გარედან წაქეზებულმა ამ აგრესიამ და წაქეზებულთა დაუფიქრებლობამ მოგვიტანა სამოქალაქო ომები სადაც, ერთი შეხედვით, საქართველოს მოქალაქეები ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ რეალურად -რუსეთი ებრძოდა საქართველოს, რაც ღიად გამოჩნდა მხოლოდ 2008 წელს.
რუსეთი რუსეთად, მაგრამ ჩვენს ბრალზეც დავფიქრდეთ. შიმშილით ან შიშით შეწუხებული ცოცხალი არსება უფრო სწრაფად და დაუფიქრებლად ხტება ხაფანგში. ამიტომაა, რომ მასზე მონადირეც მსხვერპლის წინაშე სასიამოვნო-უსიამოვნოს ალტერნატივას აყენებს და ამაშია ხაფანგის არსი.
ესე იგი, ემოციურობის ფონზე უფრო მეტი შანსია ხაფანგში მოხვედრის. ამიტომ ვთვლი, რომ 90-იანებშიც და ახლაც ჩვენი ბრალი ის არის, რომ ზედმეტი ემოციების გამო ადვილად ვხვდებით ხაფანგში.
ამიტომ ვთვლი, რომ 90-იანებშიც და ახლაც ჩვენი ბრალი ის არის, რომ ზედმეტი ემოციების გამო ადვილად ვხვდებით ხაფანგში.
რუსებმა მრავალი წლის წინ აფხაზებს და ოსებს დაუგეს ხაფანგი, დააშინეს ქართველებით და, ფაქტობრივად, მხოლოდ ამ მიზეზით 90-იანებში დააწყებინეს ბრძოლა ქართველებთან. ქართველებისადმი სიძულვილი დღემდე მოჰყვებათ ორივეს… ხოლო, ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ „ერთ სტადიონ ხალხს“ ადვილად მოვერეოდით, თვითონ დაეხმარნენ ჩვენს მეტოქეებს და ამის შედეგად წაგვართვეს ტერიტორიის 20%.
„სიძულვილის ხაფანგი“ რუსების გამოგონილი არაა. იუილიუს კეისარიდან მოყოლებული ყველა იმპერია გამარჯვებისთვის იყენებდა პრინციპს, რომ სიძულვილით უნდა „დაჰყო და იბატონო“. რუსებმა 90-იანებში ეთნოკონფლიქტების გარდა „სიძულვილის ხაფანგი“ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებშიც გამოიყენეს, რასაც ქართველები ისევ გულმოდგინედ ავყევით. იმხელა სიძულვილის ნაპრალი გაჩნდა პირველი პრეზიდენტის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის, რომ დაიშალა ოჯახები, სანათესავოები და სამეგობროები. იმდროინდელი სიძულვილით დღესაც ერჩიან ერთმანეთს ადამიანები.
რუსებმა 90-იანებში ეთნოკონფლიქტების გარდა „სიძულვილის ხაფანგი“ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებშიც გამოიყენეს, რასაც ქართველები ისევ გულმოდგინედ ავყევით. იმხელა სიძულვილის ნაპრალი გაჩნდა პირველი პრეზიდენტის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის, რომ დაიშალა ოჯახები, სანათესავოები და სამეგობროები. იმდროინდელი სიძულვილით დღესაც ერჩიან ერთმანეთს ადამიანები
ინტერვიუში წარსულს ბევრი ადგილი დავუთმე იმიტომ, რომ ის დაგვეხმაროს აწმყოს გაგებაში. საქართველოში დღესაც დიდი არის სიძულვილის მუხტი, რაც ალბათ ისევ ვინმეს აწყობს და გველოდება ხაფანგი. ხაფანგისგან თავის დაღწევის პირობა არის რეალური მიზეზების დანახვა. ზოგჯერ დღევანდელი აქციების მიზეზად სახელდება ის, რომ 26 ოქტომბრის შედეგებს საქართველოში მოსახლეობის რაღაც ნაწილი არ დაეთანხმა და ამიტომ საპროტესტო აქციებს მართავენო.
მიზეზად მოაქვთ კობახიძის განცხადებაც ევროპისკენ ინიციატივების შეჩერებაზე. ბოლომდე დამაჯერებელი არაა ეს ვერსიები. ადრეც არ ეთანხმებოდნენ არჩევნების შედეგებს, მაგალითად 2020-ში. იყო საპროტესტო აქციები.
თუმცა, არ იყო ასეთი დაუნდობელი დაპირისპირება პიროტექნიკით და მოლოტოვის კოქტეილებით, ერთი მხრიდან, და მეორე მხრიდან, ცემით და დაპატიმრებებით. სხვათა შორის, ამ დღეებში პიროტექნიკიანი დაპირისპირება პოლიციასთან და ასეულობით ადამიანის დაპატიმრება მოხდა გერმანიასა და საფრანგეთში, თუმცა არჩევნების შედეგების გაპროტესტება არ იყო მიზეზი. შეიძლება პროტესტის სცენარი იყოს საერთო და არა პროტესტის მიზეზი.
2020-თან შედარებით შეიცვალა საქართველოს პრეზიდენტის და ევროპის (შარლ მიშელი) ქცევაც. მაშინ ისინი მხარეთა შერიგებას ცდილობდნენ, ახლა -აღვივებენ კონფლიქტს. ხოლო ირაკლი კობახიძის ზეპირ განცხადებას ამხელა პროტესტს არ უნდა მოსდევდეს, ის განცხადება ხომ რეალურად არაფერს ცვლიდა და ხანმოკლე პროტესტიც საკმარისი იქნებოდა სიგნალის ფუნქციით. ყველაფერზე ამ მიზეზზე უფრო ძლიერი რეაქციაა მიცემული, ვიდრე უნდა ყოფილიყო.
ირაკლი კობახიძის ზეპირ განცხადებას ამხელა პროტესტს არ უნდა მოსდევდეს, ის განცხადება ხომ რეალურად არაფერს ცვლიდა და ხანმოკლე პროტესტიც საკმარისი იქნებოდა სიგნალის ფუნქციით. ყველაფერზე ამ მიზეზზე უფრო ძლიერი რეაქციაა მიცემული, ვიდრე უნდა ყოფილიყო
ზოგჯერ, ქვეყნის შიდა კრიზისის გამოვლენად ითვლება, რომ ხელისუფლება ოპოზიციას მოიხსენიებს სხვა ქვეყნის აგენტებად. დავამატებ, რომ ოპოზიციაც „ოცნებას“ რუსების აგენტებად მოიხსენიებს. ნებისმიერ, მათ შორის, პოლიტიკურ დაპირისპირებას ახლავს სიტყვების ომი.
ეს სიტყვების დუელი გასაკვირი არაა შიდა ბრძოლისთვის, გასაკვირია, რომ ამ დაპირისპირებაში ოპოზიციის რიტორიკა სრულად გაიზიარა დასავლეთმა და რუსეთუმეობის გამო სანქციებიც კი დაუწესა ივანიშვილს. საქართველოში ადრე მომხდარ შიდა დაპირისპირებებში დასავლეთი ასე ენერგიულად არასოდეს ჩარეულა. დასავლეთის ეს უპრეცედენტო აქტიურობაც სავარაუდოს ხდეს, რომ ზედაპირზე დადებული მიზეზების გარდა სხვა ისეთი დაფარული მიზეზებიც წარმართავს პროცესებს, რომლებიც ადრე არ იყო.
რაც შეეხება იმას თუ შიდა პოლიტიკაში რით შეხვდა საქართველო 2025 წელს, შევაჯამებ ჩემს ნათქვამს – სიძულვილის ხაფანგში მოხვედრილები შევხვდით. მაგრამ, მგონია, რომ დავაღწევთ მას თავს. უფრო დიდი ამოცანებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ერთმანეთის განსჯა და დასჯა.
– მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი ში შეიჭრა, იმხანად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში იუნკრების მემორიალი მთავრობის სახელით გვირგვინებით შეამკო და განაცხადა დაახლოებით ასეთი რამ თქვა, – „ვუსურვებ უკრაინას მშვიდობას, უკრაინა შორსაა და ჩვენ ახლა ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ,“ ამ განცხადებამ საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.
დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ცხადია გახდა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები დაიწყო. მეტიც, ამის შემდეგ მოუხშირეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „კოლექტიური დასავლეთის“ კრიტიკა, რომლებმაც დაიწყეს რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინის მხარდაჭერა.
უსაფუძვლო აღმოჩნდა ხელისუფლების მტკიცება, რომ საქართველოს „გლობალური ომის პარტია“ „მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა.
ამის შემდეგ დაიწყო ევროკავშირის რეკომენდაციებზე მსჯელობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ძლივს და ისიც სანახევროდ აქვს შესრულებული, ევროკომისიამ 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. მაგრამ, ამის შემდეგ, ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია რეკომენდაციების შესასრულებლად.
მაშინ ითქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი 2024 წლის არჩევნების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარებაზე იქნებოდა დამოკიდებული.
2024 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდერის საბოლოო დასკვნა ამ თემაზე რომ კითხვებს არ ტოვებს ცხადია, მათ შორის ბევრი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, ვისაც წაკითხული გაგების უნარი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო, ქუჩაში პროტესტი დიდი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ამით გათამამებულმა ხელისუფლებამ, ჯერ თქვა, რომ 2028 წლამდე არ აპირებს საქართველოს ევროპულ მომავალზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, ხოლო შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატად დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
არჩევნების ჩატარების სამართლიანობა-უსამართლობაზე „ქართულმა ოცნებამ“, რომლის წინასაარჩევნო პროპაგანდა აშკარად ანტიდასავლური და ანტიამერიკული იყო, დასავლელი პარტნიორებისაგან ბევრი კრიტიკა მოისმინა.
ამის ფონზე „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა არ შენელებულა. მეტიც გაძლიერდა კიდეც.
საბოლოოდ, შედეგი ასეთი გვაქვს, – მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ვადა 29 დეკემბერს ეწურებოდა, აშშ-საგან ოფიციალურად მიიღო აშშ-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრების მიწვევა.
თუ ამას, იმასაც დავუმატებთ, რომ 28 დეკემბერს აშშ-მ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე დაასანქცირა. ივანიშვილის დასანქცირების თემაზე სხვადასხვა მოსაზრებები მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, ეს სანქციები „ჯილდო“ არაა, როგორც ამას პრემიერი , როგორც ჩანს, ივანიშვილის თანხმობით ამბობს, არამედ, იმაზე, ცუდი რამაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს პირადად ივანიშვილისთვის და ქვეყნისთვისაც.
საგარეო პოლიტიკაში რა შედეგებით შეხვდა საქართველო ახალ 2025 წელს?
– თუ ნებას დამრთავთ, თქვენს მიერ დასმულ კონკრეტულ საკითხებს არ ჩავუღრმავდები, გაგვიგრძელდება საუბარი. მე ჩემს ზოგად ხედვას გაგიზიარებთ ისევე, როგორც თქვენ წარმოადგინეთ თქვენი ხედვა. კონკრეტულ კითხვებზე ჩემს პასუხებს, იმედია გამოიყვანთ გაზიარებული სურათიდან.
ვთვლი, რომ დღევანდელი დღისთვის მნიშვნელოვანი საგარეო მოვლენები სათავეს იღებენ 2003 წლიდან, როცა „ვარდების რევოლუციით“ ამერიკამ და რუსეთმა საქართველოს საკითხში დაიწყეს თანამშრომლობა, მაგრამ ახლა ეს არაა მნიშვნელოვანი.
პოლიტოლოგ ჯ.შარპის რეცეფტებით შეცვალა ხელისუფლება საქართველოში, შემდეგ ამერიკამ სააკაშვილს უწოდა „დემოკრატიის შექურა“ და აკრძალა მისი მხარდაჭერილი „შუქურას“ კრიტიკა როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ესეიგი, ჩვენივე გამოცდილებიდან გამომდინარეობს, რომ ამერიკას შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, თუ დასჭირდა, რაზეც ასე ხშირად მსჯელობენ თავად ამერიკელი ანალიტიკოსები საინტერესოა, რომ ინტერვიუ, სადაც ჯეფრი საქსს აქვს გამოთქმული აზრი დიფ სთეიტის ამგვარ ოპერაციებზე და სადაც საქართველოს დღევანდელი მდგომარეობაც არის აღწერილი, ტრამპის თანამებრძოლმა ილონ მასკიმ თავის ქსელებში განათავსა, რითაც თავის მხრივ დაადასტურა, რომ ხელისუფლებათა შეცვლის პრაქტიკა ამერიკას ახასიათებს.
მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტები ბევრი იყო, მაგრამ ყურადღებას მოვაქცევ 2020 წლის ნოემბერს, როცა თბილისს ესტუმრა მაიკლ პომპეო. წასვლისას მან საჯაროდ გაგვაფრთხილა, რომ ანაკლიაში არ შემოგვეშვა ჩინეთი, არადემოკრატიული ქვეყანა არისო. 2021 წლის დეკემბერში, ვითომ პომპეო არც არსებულიყო, საქართველომ ჩინეთიდან მიიღო პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი.
2023 წელს ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობისთვის საქართველოს პრემიერი ეწვია ჩინეთს და ყველასთვის მოულოდნელად… სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ამასთანავე გახშირდა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩინეთი ევროპაში წასაღები ტვირთების ნაწილს გაიტანდა აზერბაიჯან-საქართველოზე გავლით.
2023 წელს ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობისთვის საქართველოს პრემიერი ეწვია ჩინეთს და ყველასთვის მოულოდნელად… სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. ამასთანავე გახშირდა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩინეთი ევროპაში წასაღები ტვირთების ნაწილს გაიტანდა აზერბაიჯან-საქართველოზე გავლით
ჩინეთის ასეთი შემოჭრა კავკასიაში და მოახლოება შავ ზღვასთან მიუღებელი უნდა ყოფილიყო ამერიკისთვის, რომელსაც არ ენდომებოდა ჩინეთის ეკონომიკის ხელშეწყობა და რუსეთისთვის, რომელსაც ს მწარე გამოცდილებით არ ენდომებოდა ჩინეთის მოძრაობა ჩრდილო-კავკასიის ქვეშ. ამერიკა და რუსეთი ჩინეთს ვერაფერს უზამდნენ და ჩინური პროექტის ჩაშლის მარტივი გზა იქნებოდა აზერბაიჯანის და საქართველოს არევა, ქაოსს კომერცია არ ეკარება.
ჩვენ კი ჩინეთი, ალბათ, იმიტომ ავიჩემეთ და გაუხმაურებლად გავაბით მასთან კავშირები, რომ მისი პროექტი ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც მომგებიანი იყო – რუსეთი ყველას ეყოყლოჩინება ჩინეთის გარდა. რუსეთისგან დაცვისთვის ჩინეთი, თუ მან მოინდომა, უფრო გამოგვადგება, ვიდრე მთელი აღშფოთებული მსოფლიო… ერთი წლით ადრე დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაისმა მოსაზრება, რომ საქართველოს სთავაზობდნენ მეორე ფრონტის გახსნას, მაგალითად, ალექსეი დანილოვი.
ჩინეთის ასეთი შემოჭრა კავკასიაში და მოახლოება შავ ზღვასთან მიუღებელი უნდა ყოფილიყო ამერიკისთვის, რომელსაც არ ენდომებოდა ჩინეთის ეკონომიკის ხელშეწყობა და რუსეთისთვის, რომელსაც ციმბირის მწარე გამოცდილებით არ ენდომებოდა ჩინეთის მოძრაობა ჩრდილო-კავკასიის ქვეშ. ამერიკა და რუსეთი ჩინეთს ვერაფერს უზამდნენ და ჩინური პროექტის ჩაშლის მარტივი გზა იქნებოდა აზერბაიჯანის და საქართველოს არევა, ქაოსს კომერცია არ ეკარება
რუსეთის დასუსტების მიზნიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ უკრაინას სდომებოდა მეორე ფრონტის გახსნა და არც ის, რომ უკრაინის პარტნიორ ამერიკას სდომებოდა იგივე. მაშინ, ზედაპირული ანალიზითაც კი გამოგვივიდეს, რომ სამ წელიწადში სამ მილიონიანმა საქართველომ სამჯერ გაუწია წინააღმდეგობა მსოფლიოს უძლიერეს 327 მილიონიან ქვეყანას.
ასეთი დაუმორჩილებლობა ნებისმიერ დიდ ქვეყანას გააღიზიანებდა. მით უფრო – ამერიკას, რომელიც მორჩილებას ითხოვს ყველასგან, ძლიერი ევროპელი პარტნიორებისგანაც კი.
სავარაუდოა, რომ ამერიკას განეზრახა პატარა საქართველოში ურჩი ხელისუფლების მაგივრად მორჩილი გუნდის მოყვანა. ამერიკის პოლიტიკის სპიკერები ამბობდნენ კიდეც – 2012 წლის შემდეგ სულ უფრო შორდებოდა დასავლეთს საქართველოო. ესე იგი 2012 წლამდე საქართველო ახლოს იყო ევროპასთან.
არადა, 2012 წლამდე იყო სააკაშვილის ხელისუფლება, რომელთან ურთიერთობაშიც პრობლემა არ გასჩენია ამერიკას, თუმცა გაუჩნდა საქართველოს მოსახლეობას. სავარაუდოა, რომ სააკაშვილის გუნდის დაბრუნება იყო დღის წესრიგში.
აქ ერთი დეტალია დასაზუსტებელი – ამ პერიოდში ამერიკის სათავეში იყვნენ დემოკრატები, რომლებთანაც უფრო მეტი საერთო აქვთ ნაპოვნი სააკაშვილის მიმდევრებს. ხოლო ივანიშვილის მიმდევრები დაახლოვდნენ კონსერვატიულ ძალებთან. ამდენად, სააკაშვილი გუნდის მხარდაჭერას ამერიკის მხრიდან პარტიული საფუძველიც ჰქონდა, ამიტომ იყო ჩვენი ოპოზიცია ორიენტირებული ტრამპის ინაუგურაციის თარიღზე.
თუ 2021-23 წლებში დასავლეთში მომწიფდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის იდეა და თუ ამან მიაღწია ამ ხელისუფლების ყურამდე, შეიძლება, მუქარის სახითაც, მაშინ გასაგებია, რომ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ ღია განცხადებების კეთება იმაზე, რომ დასავლეთს ჩვენი ქვეყნის გადატრიალება უნდაო.
სავარაუდოა, რომ ხელისუფლებას სურდა ხმამაღალი განცხადებებით ხელი შეეშალა „ 2“-თვის, რადგან რევოლუცია საფრთხეს უქმნის ბევრ რამეს – მშვიდობას, სტაბილურობას, საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას, ბევრი ადამიანის არამარტო სოციალურ სტატუსს, არამედ სიცოცხლესაც.
სავარაუდოა, რომ ხელისუფლებას სურდა ხმამაღალი განცხადებებით ხელი შეეშალა
იმისთვის, რომ ხალხი ხელისუფლების შეცვლაზე განეწყო, დასავლეთმა გააჟღერა უვიზო რეჟიმის გაუქმების მუქარა და 100-მდე დაუსახელებელი პირის სანქცირება (მათგან მხოლოდ რამოდენიმეა ცნობილი). ხელისუფლებამ ამ ცეცხლს ნავთი დაასხა „რუსული კანონის“ შემოტანით. დასავლეთმა კატეგორიულად დაგმო საქართველოში იმ კანონის მიღება, რასაც თავისთან იღებდნენ ევროპის ქვეყნები. ეს უსამართლობა იყო და საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გაეღვიძა ეროვნული თავმოყვარეობის გრძნობა. „რუსული კანონით“ პროვოცირებულმა ამ გრძნობამ დიდი როლი გავლენა იქონია არჩევნებზე.
საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ხმა მისცა დასავლეთისგან შერისხულ ხელისუფლებას, რადგან შეურაცხყოფად მიიჩნია ხელისუფლის თავს მოხვევა ხალხისთვის. რადგან ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით ვერ მოხერხდა, ამოქმედდა რევოლუციის სცენარი, რომ გაყალბდა არჩევნები, რასაც რევოლუცია უნდა მოჰყოლოდა.
მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების კონკრეტული ფაქტები არ გავრცელდა და არც მათი რაოდენობა იყო ცნობილი, დაიწყო საპროტესტო აქციები, სადაც ითხოვდნენ, რომ დანიშნულიყო ახალი არჩევნები. გარდა იმისა, რომ ამ მოთხოვნის საფუძველ არ ჩანს, ბევრი რამ მაინც დაუმუშავებელია.
„ვარდების რევოლუცია 2“-თვის, რადგან რევოლუცია საფრთხეს უქმნის ბევრ რამეს – მშვიდობას, სტაბილურობას, საქართველოს საერთაშორისო ფუნქციას, ბევრი ადამიანის არამარტო სოციალურ სტატუსს, არამედ სიცოცხლესაც
მაგალითად, ახლაც არაა დადგენილი არჩევნების რა პირობები მიაჩნიათ სამართლიანად გამპროტესტებლებს და რას გეგმავენ „ოცნების“ ხელახალი გამარჯვების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, გრძელდება პროტესტი, რომლის პოლიტიკური შინაარსი დაზუსტებას ითხოვს.
საგარეო პოლიტიკაში 2025 წელს საქართველო ხვდება იმ შედეგით, რომ იგი კერკეტი კაკალია საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. მან გაუძლო უპრეცედენტო წნეხს მსოფლიოს უდიდესი ქვეყნებისგან, მოახერხა რომ ამ წნეხის პირობებში ჩაეტარებინა არჩევნები, რომელთა ორგანიზაციას ეუთო-ოდირმა უმაღლესი შეფასება მისცა.
საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ხმა მისცა დასავლეთისგან შერისხულ ხელისუფლებას, რადგან შეურაცხყოფად მიიჩნია ხელისუფლის თავს მოხვევა ხალხისთვის. რადგან ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით ვერ მოხერხდა, ამოქმედდა რევოლუციის სცენარი, რომ გაყალბდა არჩევნები, რასაც რევოლუცია უნდა მოჰყოლოდა
მიუხედავად იმისა, რომ გაუგებარია, კარგად ორგანიზებული არჩევნები როგორ შეიძლება იძლეოდეს ცუდ შედეგს, არჩევნების შედეგების აღიარებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ დასავლეთის ქვეყნები.
სავარაუდოა, რომ ისინი უცდიან ან რევოლუციას საქართველოში, ან საქართველოს მიმართ ამერიკის ახალი ელიტის დამოკიდებულების შეცვლას.
– თუ როგორი შედეგებით შეხვდა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში საქართველო 2025 წელს, საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ.
ახლა ის დროა, იმაზე ვისაუბროთ, იმ მოცემულობებით, რაც ჩვენ ახლა გვაქვს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, სავარაუდოდ როგორ გესახებათ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მოვლენათა განვითარება.
რადგან წინა კითხვა საგარეო პოლიტიკაზე იყო, მოდით 2025 წელს საგარეო პოლიტიკის სავარაუდო პერსპექტივებზე საუბრით გავაგრძელოთ?
– ცხადია, რომ ამერიკის პოლიტიკური შეცვლით შეიცვლება ევროპელების კავკასიური პოლიტიკა, მათი საკუთარი ინტერესია სანდო სატრანზიტო გზა.
ამერიკის პოლიტიკა შეიცვლება ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მაგრამ ამ ცვლილებების პროგნოზი ძნელია. ორბანთან ტრამპის სიახლოვე სავარაუდოს ხდის, რომ მას კონსერვატიზმის დაცვა აქვს განზრახული, რაც ჩვენს დაცვასაც გულისხმობს.
საგარეო პოლიტიკაში 2025 წელს საქართველო ხვდება იმ შედეგით, რომ იგი კერკეტი კაკალია საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. მან გაუძლო უპრეცედენტო წნეხს მსოფლიოს უდიდესი ქვეყნებისგან, მოახერხა რომ ამ წნეხის პირობებში ჩაეტარებინა არჩევნები, რომელთა ორგანიზაციას ეუთო-ოდირმა უმაღლესი შეფასება მისცა
მეორეს მხრივ, თუ ტრამპმა ჩინეთთან ორთაბრძოლა გააგრძელა, ჩვენ გავიჭყლიტებით. თუ საქართველო შეძლებს, რომ მხარეებს დაეხმაროს ბალანსის მოძებნაში. მაგალითად, ჩინური ტვირთი+ამერიკული კონტროლი, ჩვენ შეიძლება მომგებიან პოზიციაში აღმოვჩნდეთ.
დასავლეთმა ყურადღება მოგვაქცია „ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის“ დერეფნის შექმნის შემდეგ. დერეფანი: „ჩინეთი-კავკასია- ევროპა“ კიდევ უფრო გულითადს გახდის ევროპის და საქართველოს ურთიერთობას.
ცხადია, რომ ამერიკის პოლიტიკური შეცვლით შეიცვლება ევროპელების კავკასიური პოლიტიკა, მათი საკუთარი ინტერესია სანდო სატრანზიტო გზა
თუ ჩინეთმა აქ ფეხი მოიკიდა, მას დასჭირდება კონფლიქტებისგან დაცული გზა. ამ საჭიროებამ შეიძლება რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებები მოითხოვოს და ჩვენი პრობლემების გადაჭრას შეუწყოს ხელი.
რაც შეეხება ყბადაღებულ საქართველოს სწრაფვას რუსეთისკენ, ვერც ადრე ვხედავდი მაგის დამადასტურებელ ფაქტებს და არც მომავალში ვვარაუდობ, თუ რა მოტივით შეიძლება გახდეს რუსეთი საინტერესო საქართველოსთვის.
თუ ტრამპმა ჩინეთთან ორთაბრძოლა გააგრძელა, ჩვენ გავიჭყლიტებით
– რადგან 2025 წლის საგარეო პოლიტიკის პერსპექტივები საკმაოზე მეტად მკაფიო და ცხადია, ახლა, არა მარტო საინტერესო, არამედ აქტუალურია თუ როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში 2025 წელს?
– იმედი მაქვს, რომ ჩაცხრება სიძულვილის მუხტი ოპოზიციურ ამომრჩეველში და მათ გაახსენდებათ, რომ ოპოზიციურ პარტიები აირჩიეს იმისთვის, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და სადეპუტატო უფლებებით შეიარაღებულები დაუპირისპირდნენ მმართველ პარტიას. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირებები პარლამენტშია გადატანილი. პოლიტიკისთვის ქუჩას იყენებენ, ძირითადად, ბანანის რესპუბლიკებში. ევროპისკენ მიმავალი ქვეყნისთვის ბანანის რესპუბლიკის წესებით ცხოვრება, შეიძლება, არ გამოდგეს.
რაც შეეხება ყბადაღებულ საქართველოს სწრაფვას რუსეთისკენ, ვერც ადრე ვხედავდი მაგის დამადასტურებელ ფაქტებს და არც მომავალში ვვარაუდობ, თუ რა მოტივით შეიძლება გახდეს რუსეთი საინტერესო საქართველოსთვის
დასავლეთის ზემოთ ნახსენები ტენდენციების მოხსნის შემდეგ დასავლეთიც პარლამენტში მუშაობას მოსთხოვს ოპოზიციას, როგორც იყო 2020-ში. ამ ხანში ის ახალგაზრდული ჯგუფებიც დაღვინდებიან, რომლებიც ახლა ქუჩაში იგებენ პოლიტიკის გემოს. მათგან უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო მუშაობისთვის მომწიფებულ პოლიტიკოსთა ახალი თაობა.
კობა ბენდელიანი
„ინტერპრესნიუსი“