“რაის რუსეთს ჩაგაბარეთ? პრეტენზია თუ გაქვთ დისკუსიაში დამიჯექით” – კობახიძის განცხადება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ კანონთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს დისკუსიაში დაუჯდეს და ის საპირისპიროს დაუმტკიცებს.

„კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი. მე შევთავაზე ყველას საჯარო დისკუსია, ყველა გაექცა მას. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ არსებობს.

გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას საქართველოში არ აქვს ალტერნატივა, არეულობის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა. ამ ყველაფერს ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ. რაც შეეხება სანქციებს, სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ჩემი პირდაპირი გზავნილი.

თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში. ვერ ბედავენ, გაურბიან საჯარო დისკუსიას, მაინც აგრძელებენ დაუსაბუთებელ კრიტიკას.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ასეთი სისულელის კითხვა როგორ შეიძლება, რაის რუსეთს ჩაგაბარეთ, რა სისულელეს ამბობთ?! თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ შემოიყვანა რუსული ტანკები საქართველოში და რუსეთს ტერიტორიების 20% ჩააბარა.

გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ბევრი რამით გვემუქრებოდნენ, მათ შორის ს პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ. ამასთან დაკავშირებით და შესაბამის მუქარასთან დაკავშირებით თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულება. კიდევ ერთხელ, როცა საქმე ეხება მუქარას, სადაც გაჟღერდა სლოვაკეთის პრემიერის გვარი, თუ იქნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ