რაიმე სახის ასაფეთქებელი აღმოჩენილი არ ყოფილა – სუსი სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელებში და აპლიკაცია „ტელეგრამში“ წუხელ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით. სუსის თანახმად, „სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს.
უწყების თანახმად 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები'.
სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ არხებზე 22 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე დაგეგმილ თავდასხმაზე.
ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე რუსულ ენაზე ვრცელდებოდა. ტელეგრამის არხი, რომელზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა ამჟამად აღარ იძებნება.
ეს არ იყო, საქართველოში მსგავსი ინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ზუსტად სამი თვის წინ გავრცელდა ბათუმშიც.
მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ცრუ შეტყობინებები ეხებოდა ბათუმში, სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებს. არ დაკონკრეტებულა სულ რამდენი შენობა შეამოწმეს.
2024 წლის 21 იანვარს, აჭარის ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ სამართალდამცველები, კინოლოგების ჩართვით, ამოწმებდნენ ს ყველა დიდ სავაჭრო ცენტრს, „ბათუმი პლაზას“, „ბათუმი მოლს“, „გრანდ მოლს“, „მეტრო სითის“ და „აგროჰაბს“. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ცრუ შეტყობინებები უკავშირდებოდა ბათუმის 5 საჯარო. ბათუმელები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ – პანიკის გამო, მშობლებმა ბავშვები 22 იანვარს სკოლებში აღარ გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის