„რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება“ — პაპუაშვილი ნავალნის სიკვდილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უარს ამბობს, შეაფასოს რუსული ოპოზიციის ლიდერის, ს ციხეში სიკვდილის ფაქტი.
„რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება“ ,— ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ნავლნი პუტინის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი.
დღეს, 16 თებერვალს, ს ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი კოლონიაში მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
მსოფლიო ლიდერები ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან პუტინის რეჟიმი მას წლების განმავლობაში დევნიდა, დაპატიმრების შემდეგ კი წამების ტოლფას პირობებში ამყოფებდა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზო“-ში – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ