“რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, თებერვლის ბოლოდან შემთხვევები მოიკლებს” – თეიმურაზ მიქელაძე გრიპის ვირუსის გავრცელებაზე

ქვეყანაში გრიპის ვირუსები იმატებს. საქართველოში, ამ ეტაპზე, 15 რესპირატორული ინფექცია ცირკულირებს, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებული ვირუსების ყველაზე მეტი, 37%, HN1-ია. გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებშიც, თუმცა, ამ ეტაპზე, საავადმყოფოებში ადგილები საკმარისია.
პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე ამბობს, რომ შემთხვევების გაორმაგება მოსალოდნელი არ არის.
“გრიპის შემთხვევებით, [სხვა სეზონებთან შედარებით] მეტი ადამიანი მოგვმართავს, მაგრამ, რაოდენობრივად, იგივე მომართვიანობაა, რაც შარშან ან 5 წლის წინ იყო. მთელი გრიპის სეზონზე დასნებოვნდება მთელი მოსახლეობის 25%-დან 35%-მდე და იმ 35%-ში ჩვენც ვიქნებით. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. იგივე ხდება ევროპის კონტინენტზეც. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახლა გრიპი ვრცელდება. დაახლოებით, თებერვლის ბოლოდან მოიკლებს შემთხვევები და მარტის ბოლოდან, ნელ-ნელა, გაივლის, როგორც ეს ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ხდება. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის, რაც ხდებოდა 5 წლის წინ და რაც მოხდება შემდგომ წლებში“, – აცხადებს მიქელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა