რაზე შეთანხმდნენ მსოფლიო ლიდერები შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტზე

შვეიცარიაში მიმდინარე სამიტი, სადაც მსოფლიო ლიდერები ში მშვიდობის შესახებ მსჯელობდნენ, დასრულდა. 15-16 ივნისს გამართულ სამიტზე 90-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, საქართველო. ქვეყანას პრეზიდენტი, წარმოადგენდა. სამშვიდობო სამიტზე არ მიიწვიეს .
ორდღიანი დისკუსიის შემდეგ, 80-ზე მეტმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება:
· პირველ რიგში, ბირთვული ენერგიისა და დანადგარების ნებისმიერი გამოყენება უნდა იყოს უსაფრთხო, დაცული და ეკოლოგიურად გამართული. უკრაინის ატომურმა ელექტროსადგურებმა, მათ შორის, ზაპოროჟიეში, უნდა იმუშაონ უსაფრთხოდ და უკრაინის სუვერენული კონტროლის ქვეშ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) პრინციპების შესაბამისად და მისი ზედამხედველობით. დაუშვებელია ნებისმიერი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში.
· სურსათის გლობალური უსაფრთხოება დამოკიდებულია საკვები პროდუქტების შეუფერხებლად წარმოებასა და მიწოდებაზე. ამისთვის მნიშვნელოვანია, შავი და აზოვის ზღვებში ნავიგაცია იყოს სრულად თავისუფალი და უსაფრთხო. დაუშვებელია თავდასხმები სავაჭრო გემებზე, სამოქალაქო პორტებსა და ინფრასტრუქტურაზე. სასურსათო უსაფრთხოება არცერთ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც იარაღი. უკრაინული აგროპროდუქტები უსაფრთხოდ და თავისუფეად უნდა მიეწოდებოდეს მესამე ქვეყნებს.
· ყველა სამხედრო ტყვე უნდა გაიცვალოს. ყველა დეპორტირებული და დევნილი უკრაინელი ბავშვი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა დაბრუნდნენ უკრაინაში.
ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ყველა მხარის ჩართულობა და დიალოგი. მსოფლიო ლიდერები კომუნიკეში განსაზღვრული პუნქტების შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გეგმავენ.
სამიტზე დამკვირვებლის როლით მონაწილეობდა ბრაზილია. საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩინეთმა, თავი შეიკავა ხელმოწერისგან. მიუხედავად იმისა, რომ ფართო მხარდაჭერის მოპოვების იმედით, რიგ საკითხები კომუნიკეს ტექსტში ვერ მოხვდა, მას ხელი არ მოაწერა არც ინდოეთმა, ინდონეზიამ, საუდის არაბეთმა და სამხრეთ აფრიკამ.