რაზე შეთანხმდნენ და ჩინეთი

აშშ-ს პრეზიდენტი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 6 წლის შემდეგ, ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
30 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში გამართული საერთაშორისო სამიტის ფარგლებში ორი ლიდერი ტრამპის თანახმად, “თითქმის ყველაფერზე“ შეთანხმდა და სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია. ამასთან დაკავშირებით CNN იუწყება.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების“ გადაჭრაზე მიღწეულია „კონსენსუსი“. ჩინეთის ლიდერი მოუწოდებს ორივე მხარეს „რაც შეიძლება მალე დახვეწონ და დაასრულონ შემდგომი სამუშაოები და მიაღწიონ ხელშესახებ შედეგებს“ – წერია ჩინური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეპორტიორებთან კომენტარებში ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება „მოხსნიდა“ კრიტიკული მასალების ექსპორტზე არსებულ დაბრკოლებებს.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპმა სი ძინპინს „დიდი ქვეყნის დიდი ლიდერი“ უწოდა.
„ჩვენ ყოველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს და ნორმალურია, რომ მსოფლიოს ორ წამყვან ეკონომიკას დროდადრო ჰქონდეს უთანხმოება… თქვენ და მე, ჩინეთ--ს ურთიერთობების სათავეში მყოფებმა, სწორი კურსი უნდა დავიცვათ“, – თქვა სი ძინპინმა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შეუძლია „ერთად აყვავდეს“.
ორი ლიდერის 1.5-საათიანი შეხვედრის შემდეგ, ისინი რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ:
კონსენსუსის თანახმად, აშშ 10%-ით შეამცირებდა ჩინურ იმპორტზე არსებულ ტარიფებს – სანაცვლოდ, ს თქმით, სი ძინპინი დაჰპირდა, რომ კიდევ უფრო გაამკაცრებდა ჩინეთის ბრძოლას აშშ-ში სასიკვდილო პრეპარატის, ფენტანილის შედინების წინააღმდეგ.
ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ჩინურ საქონელზე ტარიფის საერთო განაკვეთს 47%-მდე დაწევს. ჩინეთმა განაცხადა, რომ „შესაბამის კორექტირებას“ მოახდენდა აშშ-დან იმპორტზე დაწესებულ თავის ტარიფებში.
ტრამპის თქმით, ჩინეთი ასევე გაზრდიდა ამერიკული სოიოს „უზარმაზარი რაოდენობით“ შესყიდვას, ხოლო პეკინმა აღნიშნა, რომ ორივე მხარემ „მიაღწია კონსენსუსს“ სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის გაფართოებაზე.
პეკინმა ასევე განაცხადა, რომ ორივე მხარე შეაჩერებდა გადაზიდვების სექტორებზე დაწესებულ პორტის გადასახადებს.
ტრამპის თქმით, ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი შეშფოთება – აშშ-ის ექსპორტის კონტროლიც განიხილეს, რომელიც ბლოკავს მის წვდომას მაღალი დონის ტექნოლოგიებზე, მათ შორის ნახევარგამტარებზე, თუმცა, როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება არ შემდგარა.
მედიის ინფორმაციით, ორივე მხარე ლიდერების შეხვედრას ურთიერთობების სტაბილიზაციის გასაღებად მიიჩნევს, რადგან ისინი კვლავ ცდილობენ თავიანთი ეკონომიკური კავშირების სტრუქტურირებას.
ავტორი: ნინა სიგუა