რაზე მუშაობს ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია Block Energy საქართველოში – ინტერვიუ პოლ ჰეივუდთან

კომპანია Block Energy, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებაზე მუშაობს, მიმდინარე ეტაპზე ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის პროექტზე, ასევე ბუნებრივი აირის პროექტის განსავითარებლად პარტნიორის მოძიებაზეა ფოკუსირებული. კომპანია პერსპექტიულად უყურებს Georgia Oil and Gas-თან თანამშრომლობასაც, რაც სალიცენზიო არეალების გაერთიანებას გულისხმობს, არსებულ ბიზნესგარემოს კი დადებითად აფასებს. BMG-ის კითხვებს Block energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ჰეივუდმა უპასუხა.
6 წელზე მეტია Block Energy საქართველოში ოპერირებს. საინტერესოა, როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. “რუსული კანონის” მიღებამ საკმაოდ ტურბულენტური გარემო შეიქმნა. რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე?