რადოსლავ სიკორსკი – რუსეთის მიერ ნატო-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს

ს მიერ ნატო-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ პოლონეთის სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ალიანსს სამჯერ მეტი საავიაციო რესურსი აქვს, სამჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე და ოთხჯერ მეტი გემი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. რუსეთს მობილიზაციის პირველი ტალღის შემდეგ, 1,3 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა. ნატოს სამხედრო პერსონალი, დამატებითი მობილიზაციის გარეშე, 3,5 მილიონზე მეტია, რაც თითქმის სამჯერ მეტია. რუსეთის მიერ ნატო-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
ასევე, რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები პოლონეთსა და ს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ და განცხადებებს ავრცელებენ, თითქოს პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების ანექსია სურს.
„რუსეთი უკრაინის ნაწილის ანექსიასთან დაკავშირებით პოლონეთის გეგმების შესახებ ცრუობს. დონბასი უკრაინაა, უკრაინაა. ლვოვი, ვოლინი, ყოფილი აღმოსავლეთ გალიცია უკრაინაა. ამიტომ, ვიმეორებ, რათა კრემლმა გაიგოს: ლვოვი უკრაინაა“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ