რადოსლავ სიკორსკი – ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტის, სგანცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპა ქართველ ხალხის გვერდით უნდა დაუდგეს.
„საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს“, – წერს სიკორსკი სოციალურ პლატოფრმა X-ზე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო “ტოტალური გაყალბება”, შესაბამისად, პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნებს. მისი აზრით, ამ არჩევნების აღიარება “არის ს შემოსვლის აღიარება”. ამასთან, პრეზიდნეტი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ტექნოლოგია იქნა გამოყენებულ იმისთვის, რათა “გაეთეთრებინა გაყალბება”. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, “ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ხალხზე განხორციელდა”. პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას 28 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ, ამასთან, პრეზიდენტი მიმართავს პარტნიორებს, დაუდგნენ საქართვლეოს მოსახლეობას გვერდით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა