რადოსლავ სიკორსკიმ სჯობს, საკუთარ ქვეყანას მიხედოს და მის მიმართ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი

რადოსლავ სიკორსკიმ სჯობს, საკუთარ ქვეყანას მიხედოს და მის მიმართ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი
„სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე. ის დამსახურებულად იხდის სასჯელს და უნდა მოიხადოს ბოლომდე“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მ სჯობს, მის ქვეყანას მიხედოს და მის მიმართ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც მის ირგვლივ არსებობს, ვიდრე საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა სცადოს.
„სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე. ის დამსახურებულად იხდის სასჯელს და უნდა მოიხადოს ბოლომდე. არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ხოლო თუ პოლონეთს უნდა მაინც და მაინც ილაპარაკოს – ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ არა, მაშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შევახსენებ, რაც პოლონეთში მთავრობის ცვლილების შემდეგ მოხდა, მსგავსი რამ არ მომხდარა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, როცა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ორი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დაიჭირა პოლიციამ, სასამართლოს წინაშეც წარადგინეს და ისინი იმყოფებიან პატიმრობაში. ბატონ სიკორსკის თუ უნდა ეს გამოცდილება გაგვიზიაროს, როგორც დემოკრატიის ახალი და დღემდე არნახული ფორმა, მზად ვართ მოვუსმინოთ – ეს ისე, რას თქმა უნდა, ამას არასერიოზულად ვამბობ.
ბატონი სიკორსკი იყო ევროპარლამენტის წევრი, რომელზეც ძალიან ბევრი სტატია იბეჭდებოდა, რომ ის ყოველწლიურად დაახლოებით, 100 ათას ევროს იღებდა არაბული ქვეყნებიდან გარკვეული საქმეების ლობირებისთვის და ამის ასახვა დეკლარაციებში არ ხდებოდა. სჯობს, მან საკუთარ ქვეყანას მიხედოს და იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც მის მიმართ არსებობს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა სცადოს“, -განაცხადა სუბარმა.
Previous: ზურაბიშვილი სააკაშვილს სავარაუდოდ არჩევნების პიკში შეიწყალებს, რათა მათი გათვლებით, სახალხო მღელვარება გამოიწვიონ და არჩევნების ბედი გადაწყვიტონ, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია