რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას ყაზანში პატიმრობა 5 ივნისამდე გაუგრძელეს

ორშაბათს ს ქალაქ ყაზანის რაიონულმა სასამართლომ 5 ივნისამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას. ამის შესახებ „იდელ.რეალიი“ იტყობინება.
სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების შუამდგომლობა. ჟურნალისტის დაცვა აღკვეთის ზომის შინაპატიმრობით შეცვლას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ უარი განაცხადა.
სხდომის შემდეგ ალსუ კურმაშევამ მედიას უთხრა, რომ ფიზიკურად „ვერ გრძნობს თავს ძალიან კარგად, ყოფითი პირობები ძალიან ცუდია“. „არა მაქვს საშუალება, მივხედო ჩემს ჯანმრთელობას“, – დააზუსტა ჟურნალისტმა. შეკითხვაზე, უწევენ თუ არა მას სამედიცინო დახმარებას, კურმაშევამ თქვა: „მინიმალურს“.
გარდა ამისა, მან ილაპარაკა წინასწარი დაკავების საკანში პირობების შესახებ: „ორი ადამიანი ხუთი კვადრატული მეტრის ფართობის საკანში ვართ… არ არის ცხელი წყალი… უნიტაზის ნაცვლად არის ხვრელი იატაკში. თავისუფალი არ არის ნახევარი მეტრიც კი! არის ორი საწოლი, არ არის მაგიდა, კედლები ჩამონგრეულია. როგორც ჩანს, ნახევარი საუკუნე არ ყოფილა რემონტი“.
ალსუ კურმაშევას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით სდებენ ბრალს. ერთი მუხლის თანახმად, მან რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი თავის შესახებ არ შეატყობინა „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შესატანად, მეორეა რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების ბრალდება. მას ბრალად ედება გავრცელება წიგნისა „არა ომს. 40 ამბავი რუსეთის მოქალაქეებისა, რომლებიც ში შეჭრის წინააღმდეგ გამოდიოდნენ“. ამ წიგნის პრეზენტაცია “Idel.Реалии”-მ 2022 წლის შემოდგომაზე გამართა.
ალსუ კურმაშევას -ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. დაკავებამდე ის ქმართან და შვილებთან ერთად ში ცხოვრობდა. გასული წლის მაისის შუა რიცხვებში ოჯახური მდგომარეობის გამო მშობლიურ ქალაქ ყაზანში ჩავიდა.
2023 წლის 2 ივნისს, გაფრენის წინ, ალსუ ყაზანის აეროპორტში დააკავეს. მას ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. რამდენიმე დღეში ჟურნალისტის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მეორე მოქალაქეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე. მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს, საქმის გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. ოქტომბერში ყაზანის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 10 ათასი რუბლით დააჯარიმა.
განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი კვლავ დააკავეს. მას წარუდგინეს სისხლის სამართლის ახალი ბრალდება „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის მიხედვით. რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების მუხლით მას ახალი ბრალდება 2023 წლის 11 დეკემბერს წაუყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ