რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა იტალიის პორტში მოინახულეს იახტა “შეჰერაზადა”, რომელიც პუტინთან ასოცირდება

რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს იახტ „შეჰერაზადის“ მონახულება, რომელიც იტალიის პორტ კარარაში დგას. უამრავი ჟურნალისტური გამოძიება მას ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკავშირებს. 140-მეტრიანი ხომალდი, რომლის ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი დოლარია, ევროკავშირის სანქციების გამო დაპატიმრებულია.
იახტა „შეჰერაზადას“ ამჟამინდელი მფლობელი ედუარდ ხუდაინატოვია. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა მდიდრული ხომალდის კონფისკაცია და მისი გაყიდვით მიღებული შემოსავლის გადაცემა უკრაინისათვის, როგორც ამას , ში გაჩაღებული ომთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიმართ შემოღებული ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი ითვალისწინებს.
„შეჰერაზადა“ იტალიის ხელისუფლებამ 2022 წლის 5 ივნისს დააკავა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. ანგარიშში ნათქვამია, რომ იტალიის ფინანსური გვარდიის გამოძიებამ აჩვენა, რომ იახტის სასარგებლო მფლობელს აქვს ეკონომიკური და საქმიანი კავშირები “რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და ევროკავშირის სანქციების სიებში შემავალ იმ პირებთან, რომელთა საქმიანობა საფრთხის შემცველია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის.“
რუსი ოპოზიციონერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ს საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, 700 მილიონ დოლარად ღირებული იახტის, „შეჰერაზადას“ ეკიპაჟი რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რაც შესაძლოა, იყოს იმის მტკიცებულება, რომ იახტის მფლობელი პრეზიდენტი პუტინია.
იტალიამ 2022 წლის მარტსა და აპრილში 900 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები ჩამოართვა მდიდარ რუსებს, რომლებიც რეგულარულად ჩადიოდნენ ქვეყანაში დასასვენებლად და ყიდულობდნენ ქონებას პრესტიჟულ ადგილებში.

ასევე დაგაინტერესებთ