რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორის ნაწილთან ერთად, წლებია, ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებს –

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ს განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, არასამთავრობო სექტორის ნაწილთან ერთად, წლებია, იბრძვის ეკლესიის წინააღმდეგ. მისივე თქმით, სამებაში მომხდარი ფაქტის შემდეგ, სახელმწიფომ მიიჩნია, რომ ამ მიმართულებით კანონი გასამკაცრებელია.
“ზუსტად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია და სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. მეტიც – ეს ჯგუფები, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან, გარკვეული ნაწილი, ყველას, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ, წლებია მოქმედებენ ეკლესიის წინააღმდეგ. რაც ჩაიდინეს, ეს მკრეხელობა და არ ვიცი, რა დავარქვა ამ ქმედებას, ღმერთმა მიუტევოს ყველას.
ამაზე ადეკვატური რეაგირება მოხდა, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ გასამკაცრებელია და ამიტომაც არის დაინიციირებული საგაზაფხულო სესიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელი რელიგია იქნება, ყველას შეეხება. ვინც შეურაცხყოფს, იქნება დასჯილი უმკაცრესი კანონით,”- აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივის შესახებ, რომელიც რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას გულისხმობს, ბრიფინგი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გუშინ გამართა და სამებაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა. საქმე ეხება წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას. ამავე ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე გამოსახულია საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი და მათ შორის პოლონეთიც მიგრანტთა მიღებას ამკაცრებს არა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, არამედ, მის მიერ მიღებული „მიგრაციული პაქტის” გამო, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს

მსგავსი ბრალდებით დადანაშაულებული იყო ერაყი და სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო მოხდა სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება