რადიკალი ენჯეოები გვეუბნებიან – რამდენ თანხასაც გვინდა, იმდენს შემოვიტანთ ქვეყანაში, რაშიც გვინდა იმაში დავხარჯავთ, იდეოლოგიით დაგიხოცავთ შვილებს, წაგიბილწავთ ეკლესიებს და ამაზე არ გაბედოთ კითხვების დასმა

რადიკალი ენჯეოები გვეუბნებიან – რამდენ თანხასაც გვინდა, იმდენს შემოვიტანთ ქვეყანაში, რაშიც გვინდა იმაში დავხარჯავთ, იდეოლოგიით დაგიხოცავთ შვილებს, წაგიბილწავთ ეკლესიებს და ამაზე არ გაბედოთ კითხვების დასმა
„ჩემთვის სულერთია საქართველოს ვინ ებრძვის. ჩემთვის მთავარია, ვინც გვებრძვის, იმას ვუწოდოთ მტერი,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა,რომ დამოუკიდებლობის მოპოვების 35 წლისთავზე, ქვეყანას კვლავ უწევს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლა.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, საქართველოს ჰყავს ისეთი მტერი, რომელიც იდეოლოგიით ანადგურებს ერს, მომავალს და ბრძოლა ამის წინააღმდეგ შესაძლებელია მხოლოდ სიმართლით და გამჭვირვალობით. ამ ღიაობას კი, ებრძვიან ძალები, რომლებიც რადიკალური არასამთავრობო სექტორის სახით ცდილობენ გავლენების მოპოვებას სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციაში.
„არჩევნებს როგორც მინდა ისე ჩაგიტარებ – მინდა გაგიყალბებ, მინდა დასტურს მოგცემ, მინდა ვაღიარებ, მინდა არა. მაშინ სადაა აქ სუვერენიტეტი, სადაა ჩვენი თავისუფლება? თუკი, ჩვენ ნაცვლად ქვეყანა სხვებმა უნდა მართონ, რას აკეთებდა სხვას საბჭოთა კავშირი და ? რატომ ვებრძვით რუსეთს? იმიტომ, რომ ტერიტორიები წაგვართვეს. ესენი კი, სიცოცხლეს გვართმევენ, საქართველოს არსებობას ართმევენ. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ანტიდასავლური კი არა, რაც უნდა ერქვას ამ ვექტორს – გინდ სამხრეთი და გინდა აღმოსავლეთი, ჩემთვის სულერთია საქართველოს ვინ ებრძვის. ჩემთვის მთავარია, ვინც გვებრძვის, იმას ვუწოდოთ მტერი. მათი იდეოლოგია ლგბტ პროპაგანდა იქნება ეს, თუ სასამართლოს დაკნინების მცდელობა, არის გამანადგურებელი საქართველოსთვის.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით გიცხადებენ, რომ შენი მოსამართლეები არ არიან კეთილსინდისიერები. ამ დროს ჩვენ ვთხოვთ კეთილსინდისიერების აღიარებას იმ არასამთავრობოებს, რომლებსაც მილიონობით თანხები შემოაქვთ და ხარჯავენ საქართველოში და თურმე, ამის აღიარება არ ყოფილა საჭირო. ესენი ითხოვენ სხვების კეთილსინდისიერების აღიარებას და ამ დროს არ უნდათ თავიანთი კეთილსინდისიერების შემოწმება. ერთი ფარატინა ფურცელია შესავსები – დეკლარაციაში ჩაწერე მიზნობრიობა, მეტი არაფერი. ისინი კი, ამბობენ – არ გვკითხოთ არაფერი, რაც გვინდა იმას გავაკეთებთ – როგორი დამცირებაა ქვეყნის და ქართველი ხალხის. მაპატიეთ და სულში აფურთხებენ ქართველ ხალხს. ნახეთ რას ეუბნებიან – რამდენ თანხასაც გვინდა, იმდენს შემოვიტანთ ქვეყანაში, რაშიც გვინდა იმაში დავხარჯავთ, იდეოლოგიით დაგიხოცავთ შვილებს, წაგიბილწავთ ეკლესიებს და ამაზე არ გაბედოთ კითხვების დასმა. თითს გვიქნევენ უცხოეთიდან, ჩვენ შეგვიძლია გაგანადგუროთ. თქვენ კი, არ გაბედოთ რამის მოთხოვნა და მოკვდით სიცრუეში,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია