რადიკალიზმით განმსჭვალული და გაჯერებული ოპოზიციის ხვედრი ფიასკოა

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი რომ არ იცვლება, ეს ჭეშმარიტება და აქსიომა ძალიან კარგად ერგება, ოპოზიციის ერთიან სიაზე დასმულ კითხვას, იქნება ეს ერთიანი სია თუ ცალ-ცალკე წარმოდგენილი, რადიკალიზმით განმსჭვალული და გაჯერებული ოპოზიციის ხვედრი, ფიასკოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ოპოზიცია მარცხს აუცილებლად იწვნევს ოქტომბერში.
„ერთიანი სია თუ იქნება წარმოდგენილი, უკეთესი, რადგან კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება საარჩევნო ურნასთან მისული ამომრჩევლისთვის, ვის არ უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან ისედაც ერთი ნიშნით და ერთი ფანჩატურით გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია, გინდაც ფორმალურად დანაწევრებული იყოს, თუ ერთი სიით წარდგება, ერთიანად ეტყვის მთელს ამომრჩეველს, რომ მას მხარი არ უნდა დაუჭირონ. თუ ეს იქნება ცალ-ცალკე წარმოდგენილი ის პოლიტიკური ძალები იგივე ხვედრს გაიზიარებენ, რომლებიც იქნებიან დანაწევრებული რადიკალური „ნაცმოძრაობის“ სივრცეში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს – მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა

ჩვენი სახელმწიფოს სხვადასხვა ინდექსებში საგრძნობი პროგრესის გამო, კოგნიტურ დისონანსში არიან უსამშობლო ელემენტები და საქართველოს ფსევდო მეგობრები – “ჩამოშლილ” და “გარუსებულ” მმართველობას ამდენი პოზიტიური შეფასება ვერცერთ სფეროში ექნებოდა

არაერთხელ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის სამართლებრივი ხედვები, მაგრამ ახლა, როცა ეს ორგანო მიკერძოების მაღალი ხარისხით, ჩვენგან ანტი ზნეობრივი პრაქტიკის გაზიარებას ითხოვს, პასუხი იქნება არა!