რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს

„რაც ლარს ფონ ტრიერის ფილმ „იდიოტებში“ ხდება, იმავეს ვუყურებთ რადიკალებში. რა თქმა უნდა, მათთვის სცენარის შემქმნელს ძალიან ბევრი უკლია ფონ ტრიერამდე, მაგრამ, როგორც ფილმშია, ესენიც საკუთარ თავსა და წრეში სხვადასხვა მასშტაბის იდიოტებს ეძებენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს.
„როგორც ფონ ტრიერის „იდიოტებში“ ხდება, რადიკალებშიც იმავეს ვხედავთ – მოშარდვას ქუჩაში, თავ-პირის მტვრევას, სადღაც შევარდნებს, ქვების თუ კვერცხების სროლას და ა.შ. საბოლოო ჯამში, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვიღებთ იმას, რომ საქართველოში, სადღაც, 10 000-მდე ადამიანი სერიოზულად პრობლემური მენტალობისაა. მათ ნებისმიერ დროს შეიძლება აგაფეთქონ, თან, აბსოლუტურად უაპელაციოდ – შეასრულებენ „რეჟისორის“ დაწერილ სცენარს.
ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და განათლების სისტემამ, რომ ეს გადამდები და მისაბაძი არ იყოს, რადგან უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული ნაწილისთვის ეს ყველაფერი ტრენდი გახდა – კუბო ნამცხვრად შეჭამეს, ქრისტეს გამოსახულებით სასახლეს დაწვეს, 9 აპრილის მემორიალზე ვინც ცეკვავდა, დიდი კელაპტრით მოგვევლინა და ა.შ. ანუ, რადიკალებმა აბსოლუტურად ყველაფერი პერფორმანსად აქციეს. შესაბამისად, ეს არის ამ ადამიანების მიერ საკუთარ თავში იდიოტობის ძიება“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც