რადიკალებისთვის მოქალაქეების მიერ გამოკრული ბანერები, რომლებზეც ოჯახის სიწმინდეზე არის ხაზგასმა, გამაღიზიანებელია და ვერ მალავენ სიძულვილს, ზიზღს ყველაფერი ქართულის მიმართ

რადიკალებისთვის მოქალაქეების მიერ გამოკრული ბანერები, რომლებზეც ოჯახის სიწმინდეზე არის ხაზგასმა, გამაღიზიანებელია და ვერ მალავენ სიძულვილს, ზიზღს ყველაფერი ქართულის მიმართ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი რადიკალური ჯგუფების მხრიდან ზიზღის კამპანიაზე საუბრობს.
„მოქალაქეების მიერ გამოკრული ბანერები, რომლებზეც ოჯახის სიწმინდეზე არის ხაზგასმა, მათთვის გამაღიზიანებელია და ვერ მალავენ სიძულვილს, ზიზღს ყველაფერი ქართულის მიმართ. პატრიარქის მიერ დადგენილი დღისადმი ასეთ უპატივცემულობას ავლენენ. ამ ყველაფრის გამოხატულება არის კიდევ ის, რაც ხდება პოლიტიკოსების მიმართ – როგორ დგამენ ყოველგვარი მორალისგან დაცლილ ნაბიჯებს. არც მცირეწლოვან ბავშვებს უფრთხიან, არ უფრთხიან იმ მოცემულობას, სადაც ადამიანი შესაძლოა ოჯახთან ერთად ისვენებს. საკუთარ თავს ავლენენ, ხაზს უსვამენ იმ ანტიქართულ განწყობას, რაც რადიკალებს გააჩნიათ. ეს დასაგმობია, რა თქმა უნდა“, – აცხადებს მათიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა