რადგან ასეთი სახის დამოტაჟებული იყო, არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე – ჯაღმაიძე ილია II-ს ვიდეოზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ილია მეორის საახალწლო ვიდეომიმართვა, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გავრცელდა, დამონტაჟებულია.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ დადეს აღნიშნული ვიდეო საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის გვერდზე.
„პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი “საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს” იხსენიებს აუგად.
დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთნ არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს.
ამასთანავე რადგან ასეთი სახის დამოტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე.
თავდაპირველად დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ილია მეორის საახალწლო მილოცვა იყო და ის 2023 და 2024 წლის მილოცვებით იყო დამონტაჟებული. რის შემდეგაც ხმის ინჟინერმა და აუდიორედაქტორმა ილია ჯღარკავამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ასაბუთებს, როგორ მოხდა ილია მეორის 2025 წლის საახალწლო მილოცვის ფალსიფიცირება.