რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ესპანეთს შორის მატჩის პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით დასრულდა.
კერძოდ, შეხვედრის პირველი ნახევარი 13-34 დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
როგორც ცნობილია, შეხვედრა მადრიდში მიმდინარეობს.
ნაკრებებს შორის გამარჯვებული A ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანთან მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი B ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.