ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7 დღით პატიმრობა შეუფარდეს, მის მეუღლეს – 5000-ლარიანი ჯარიმა

ჟურნალისტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილ ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს სასამართლომ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
მის მეუღლეს, მაია ბოკერიას 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.
მათ „გზის გადაკეტვას“ ედავებოდნენ.
ივანოვ-ჩიქოვანის კოლეგის, ნინო ზაუტაშვილის ცნობით, წყვილი დააკავეს საკუთარ სახლში, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
დღეს სასამართლომ, წინა დღეების მსგავსად, კვლავ არაერთ დემონსტრანტს შეუფარდა პატიმრობა. მხოლოდ მცირე ნაწილს დააკისრეს ჯარიმა.