
გავრცელებულ ჩანაწერს X-ზე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: “დიდი ხანია ცნობილია, რომ უცხოური სადაზვერვო სამსახურები, უნგრელი ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობით, ჩემს სატელეფონო საუბრებს უსმენენ. დღეს მათ ახალი „დიდი აღმოჩენა“ გააკეთეს: მათ დაამტკიცეს, რომ საჯაროდ იმავეს ვამბობ, რასაც ტელეფონზე. კარგი ნამუშევარია! ოთხი წელია ვამბობთ, რომ სანქციები მარცხია და უფრო მეტ ზიანს ევროკავშირს აყენებს, ვიდრე რუსეთს. უნგრეთი არასოდეს დათანხმდება იმ პირების ან კომპანიების დასანქცირებას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მშვიდობის მისაღწევად, ან მათ, ვისაც სანქციების სიაში მოსახვედრად მიზეზი არ გააჩნიათ. თუმცა, ფარული მოსმენების სია სრული არ არის. ასევე, რეგულარულად ვაწარმოებდი კონსულტაციებს ევროკავშირის რამდენიმე არაწევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე” – წერს სიიარტო