ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მამნიაშვილის დაკავებას გმობს და -ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილის დაკავებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგანგებო განცხადებით ეხმიანება. ორგანიზაცია ჟურნალისტის დაკავებას მკაცრად გმობს და -ს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გიორგი მამნიაშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული უფლებები პოლიციამ ბოლო წლის განმავლობაში პროევროპული აქციების გაშუქებისას შელახა.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ტვ პირველის“ ჟურნალისტის გიორგი მამნიაშვილის დაკავებას და შსს-ს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, 22 ნოემბერს, საღამოს, პოლიციამ, აქციაზე დააკავა მისი ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, ამ დროს გიორგი მამნიაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ადგილზე პირდაპირ ჩართვაზე მყოფი ჯგუფის პარალელურად მუშაობდა.
გიორგი მამნიაშვილთან კავშირი რედაქციამ 22:30 წუთზე დაკარგა. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟურნალისტმა რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გაუგზავნა.
გიორგი მამნიაშვილს ეძებდნენ, ხოლო შსს-ს პრესსამსახური „ტვ პირველს“ მის დაკავებას არ უდასტურებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული ჟურნალისტი პოლიციამ დიღმის იზოლატორში გადაიყვანა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს საპოლიციო თავნებობაზე, გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს პოლიციელები, რომლებიც ჟურნალისტებს აქციების გაშუქებაში ხელს უშლიან და, ზოგიერთ შემთხვევაში, აკავებენ კიდეც მათ. პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია და ის მედიაზე ზეწოლის იმ კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის საბოლოო მიზანი საზოგადოების სანდო და მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციისა და ანალიზის გარეშე დატოვებაა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს გიორგი მამნიაშვილს და ყველა ჟურნალისტს, რომელთა პროფესიული უფლებები პოლიციამ ბოლო წლის განმავლობაში პროევროპული აქციების გაშუქებისას შელახა, – წერია განცხადებაში.