მედია აპრილის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 000 ლარით დააჯარიმეს.
მედიის ცნობით, 29 მარტს, როცა შსს მას გზის გადაკეტვას ედავება, ღოღობერიძე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
“უწყებას მედია აპრილის მიერ იმ დღეს მომზადებული მასალები მივაწოდეთ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დადგენილებაში, რომელიც უწყებამ ღოღობერიძეს ჩააბარა, არსადაა მითითებული, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა — ის აქციის მონაწილედ არის მოხსენიებული. ჟურნალისტი ჯარიმის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს”, – წერს მედია.
