ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება

ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს თანადამფუძნებელი, სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება, 225 (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239 პრიმა მუხლებით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
მარიამ ნიკურაძე ყოველდღიურად აშუქებს მიმდინარე მასშტაბურ პროევროპულ პროტესტს. ნიკურაძის წინასწარი ვარაუდით, გამოძიებას მისგან სწორედ გადაღებული მასალის მოპოვება სურს.
„დამირეკა კრიმინალურმა პოლიციამ და დამიბარა გამოკითხვაზე. მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა. იგივე გამოძიებასთან დაკავშირებით, რაზეც აქტივისტები დაიბარეს. რამდენადაც ვიცი, ჟურნალისტი მარტო მე ვარ. შეიძლება უნდოდეთ ჩემ მიერ გადაღებული მასალა, შეიძლება რამე ბრალდება აქვთ ჩემთან დაკავშირებით გონებაში“, — ამბობს ნიკურაძე ნეტგაზეთთან.
მარიამ ნიკურაძე ერთ-ერთია იმ დაუდასტურებელი წყაროდან გავრცელებულ სიაში, რომელიც „დასაკავებელ“ პირებს მოიცავს. სიაში მყოფები ადამიანებიდან ნაწილი უკვე დაკავებულია, მათ შორის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. სია 7 დეკემბერს გავრცელდა, გავრცელებიდან 2 დღეში დაუკავშირდნენ ნიკურაძეს, რომ გამოკითხვაზე იბარებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით