ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა

ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი გარდაიცვალა. ის ბოლო წლების განმავლობაში ტელეკომპანია „ფორმულაში“ მუშაობდა.
მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით „ფორმულა“ ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”, – ნათქვამია ტელეკომპანიის ინფორმაციაში.
“ინტერპრესნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩხეიძე: საერთაშორისო დამნაშავეს ხალიჩებით და აპლოდისმენტებით ხვდებიან, სხვის სახლში შეჭრილ სერიულ მკვლელს ევედრებიან, ოღონდ ხალხს ნუღარ კლავ, მხოლოდ ცეცხლი შეწყვიტე და იქ დარჩი სადაც ხარ…